სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ჩემი შვილის ფოტო მაქვს შენახული ვკოცნი და ისე ვიძნებ" - ნიკოლოზ წულუკიძე ტარიელ ხარხელაურს შეხვდა

    "ჩემი შვილის ფოტო მაქვს შენახული ვკოცნი და ისე ვიძნებ" - ნიკოლოზ წულუკიძე ტარიელ ხარხელაურს შეხვდა
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ნიკოლოზ წულუკიძე პოეტ ტარიელ ხარხელაურს ესტუმრა. ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ ისინი საერთო ტკივილმა დაანათესავა ერთმანეთს. ბატონ ტარიელთან შეხვედრისთვის ძალიან დიდხანს ემზადებოდა.

    შეგახსენებთ, რომ ტარიელ ხარხელაურს ასევე გამოცდილი აქვს შვილის გარდაცვალების ტკივილი.

    "როცა ეს მოხდა ჩემს თავს, ლანა ღოღობერიძემ მომწერა წერილი, ბევრმა და თქვენი ლექსი, რომლის წაკითხვაც სულ მინდოდა – იქ ასეთი ფრაზაა "ტკივილით მიწის მკბეჩელო". ამ წინადადებამ უცებ ჩემს მდგომარეობას სახელი დაარქვა."

    "დღესაც ბურუსში ვარ, განმარტოვდები და ფიქრები წაგიღებს… ჩემი შვილის ფოტო მაქვს, ვკოცნი და ისე მივდივარ დასაძინებლად…" - აღნიშნა ნიკოლოზმა მწერალთან საუბრის დასაწყისში.