სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მეფის გარეშე დარჩენილმა სიმეონემ უკან დაიხია - პოსტი წაშლილია

    მეფის გარეშე დარჩენილმა სიმეონემ უკან დაიხია - პოსტი წაშლილია
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა სოციალურ ქსელში დადებული პოსტი, რომელშიც ჭადრაკს ნეფის გარეშე თამაშობს, წაშალა, რადგან მომხმარებლებმა ძალიან დასცინეს.

    დიეგო სიმეონეს პოსტს ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციაც გამოეხმაურა: "გთხოვთ, უთხარით მათ, რომ როდესაც მადრიდში დაბრუნდებიან, სიამოვნებით შევთავაზებთ ჭადრაკის კურსებს და მოვიწვევთ ტურნირზე, რომელიც ქალაქში ახლა ტარდება."

    აღნიშნული წნეხის შემდეგ არგენტინელმა ფოტო უმალვე წაშალა.