სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • " როგორც კი მივხვდი, რომ სმენა აქვს, მუსიკალურ სკოლაში შევიყვანე" - ანდრიას დედა

    " როგორც კი მივხვდი, რომ სმენა აქვს, მუსიკალურ სკოლაში შევიყვანე" - ანდრიას დედა
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა პატარა ბიჭის ვიდეო, რომელიც დაბადების დღის სიმღერას მღეროდა. ბიჭუნას საფეხბურთო ფორმა ეცვა და სიმღერას უდიდესი მონდომებით ასრულებდა.

    გამოცემა kvirispalitra-მ მის მშობელს, თეა მალაყმაძეს, დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

    "ანდრია არის 9 წლის, მე-3 კლასი დაასრულა. პატარაობიდან ღიღინებს თავისებურად, როგორც კი მივხვდი, რომ სმენა აქვს, მუსიკალურ სკოლაში შევიყვანე და ფორტეპიანოზე დაკვრას სწავლობს, უკვე მეორე კლასშია."

    რა თქვა ანდრიამ, როდესაც თავის ვიდეოზე ასობით თბილი კომენტარი ნახა?

    "ანდრია ბოლომდე ვერც იაზრებს, მაგრამ გახარებული უყურებს ხოლმე სხვის მიერ გადაღებულ ვიდეოებს, კომენტარებს რომ ვუკითხავ, იღიმის და ფაქტია, მოსწონს ქება-დიდება… ვის არ მოსწონს?" - აცხადებს დედამისი.