სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • გაზის გადასახადი იზრდება? - ნახეთ სემეკის განცხადება

    გაზის გადასახადი იზრდება? - ნახეთ სემეკის განცხადება
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საჯარო სხდომაზე კომისიამ უცვლელი დატოვა სს „საჩხერეგაზისთვის“, შპს „დიდი დიღომისთვის“ დადგენილი საყოფაცხოვრებო ტარიფები.

    სემეკის ინფორმაციით, შემცირების მიმართულებით დაკორექტირდა სს „ენერგოკავშრისთვის“, შპს „ყამარი-მ“-სთვის, შპს „მამედისთვის“ სემეკის მიერ დადგენილი ტარიფები.

    „აღნიშნული განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით სოციალური გაზის ხელმისაწვდომობაზე და ტარიფში შემავალი კომპონენტების, მათ შორის აშშ დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობით.

    ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სატარიფო ცვლილებების შესაბამისად, 3 წლიანი რეგულირების პერიოდის ნაცვლად, ტარიფები განისაზღვრა 5 წლიან რეგულირებად პერიოდზე - 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 2028 წლის 1-ელ იანვრამდე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.