სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • უკრაინაზე ახალი დარტყმები იგეგმება - ბრიტანული დაზვერვა განცხადებას ავრცელებს

    უკრაინაზე ახალი დარტყმები იგეგმება - ბრიტანული დაზვერვა განცხადებას ავრცელებს
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბრიტანული დაზვერვა თავის ყოველდღიურ ანგარიშში იუწყება, უახლოეს დღეებში უკრაინაზე რუსეთის ახალი მასობრივი დარტყმების საშიშროების შესახებ. 2022 წლის 29 დეკემბერს, მოხსენების თანახმად, რუსეთის ჯარებმა განახორციელეს შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო დარტყმების მორიგი სერია უკრაინაში, ძირითადად ენერგეტიკულ ობიექტებზე.

    ბრიტანული დაზვერვის თანახმად, ოქტომბრიდან რუსეთი მიჰყვება გარკვეულ სქემას, რომლის თანახმად, ყოველ 7-10 დღეში ერთხელ ახორციელებს მძიმე დარტყმებს. უწყების განმარტებით, რუსეთი ზედმიწევნით იცავს ამ სქემას, რათა დაძლიოს უკრაინის თავდაცვის სისტემა. თუმცა, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთმა დაარღვიოს ეს მოდელი და კვლავ დაარტყას უკრაინას უახლოეს დღეებში, რათა შეარყიოს მოსახლეობის მორალური მდგომარეობა საახალწლო დღესასწაულისას.

    შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთი და მოკავშირეები გმობენ რუსეთის მთავრობის არაპროვოცირებულ და წინასწარ განზრახულ ომს უკრაინის წინააღმდეგ.