უკრაინელმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა, სავიკ შუსტერიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეუძლია გავლენა მოახდინოს, რათა საქართველოს მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გაათავისუფლონ.
მან ამის შესახებ მან 30 დეკემბრის საღამოს "GORDON"-თან ინტერვიუში განაცხადა.
"მიხეილ სააკაშვილთან სიტუაცია სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა. დაკავებისა და პატიმრობის შემდეგ მას 14 სხვადასხვა სახის მედიკამენტი გადაეცა. ეს ისეთი მედიკამენტია, ძირითადად ფსიქიკაზე მოქმედებს. დიახ, არსებობს უსაფრთხო პრეპარატები, როგორიცაა მელატონინი, მაგრამ მელატონინი ასევე თამაშობს როლს.
მას განუვითარდა ტვინის დისფუნქცია, თეთრი ნივთიერების დისფუნქცია პრეფრონტალურ ქერქში... სააკაშვილს ბოსტნეულად აქცევენ, უბრალოდ ბოსტნეულად. არის ნივთიერებები, რომლებიც იწვევს დამოკიდებულებას.
მე მჯერა, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია მაგიდაზე მუშტის დარტყმა, არის პრეზიდენტი ბაიდენი.არ მჯერა, რომ ევროპელები საქართველოს ხელისუფლებას რაიმეს დაკისრებას შეძლებენ.
რა თქმა უნდა, ამას საქართველოს ხელისუფლება რუსებთან ერთად აკეთებს. ამაში ეჭვი არ მეპარება, რადგან კარგად მახსოვს ბერლუსკონის სიტყვები, 2008 წელს მან თქვა ისეთი ფრაზა, რომ "პუტინმა თქვა, რომ სააკაშვილს ბურთებით ჩამოკიდებდა", - თქვა უკრაინელმა ჟურნარლისტმა.