სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "სამართალმა იზეიმა" - ბასილაშვილის ადვოკატის პირველი კომენტარი

    "სამართალმა იზეიმა" - ბასილაშვილის ადვოკატის პირველი კომენტარი
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ნიკოლოზ ბასილაშვილმა სასამართლო დავა საბოლოოდ მოიგო, ქართველი ჩოგბურთელი აღნიშნული სტრესისგან გათავისუფლდა და ამჟამად უიმბლდონზე უფრო კონცენტრირებული იქნება.

    მოგებულ სასამართლო დავასთან დაკავშირებით საქართველოს პირველი ჩოგანის ადვოკატი, ირმა ჭკადუა "პრაიმტაიმთან" პირველ კომენტარს აკეთებს.

    "თითქმის მთელი წლის განმავლობაში ვისმენდით მოსარჩელე ირაკლი კაჭარავას ცილისმწამებლურ და რეპუტაციის შემლახავ განცხადებებს. არა ერთი პრესკონფერენცია მიუძღვნეს ამას, რომ თითქოს და ნიკოლოზ ბასილაშვილს მისთვის გადასახდელი ჰქონდა მილიონ ლარზე მეტი, ამავდროულად ის ამბობდა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი არის არაკეთილსინდისიერი ადამიანი.

    ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით იმაზე, რომ არანაირი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს რაც ამას დაადასტურებდა. ვამბობდით, რომ ბასილაშვილის წინააღმდეგ აგორებული ყველა ეს პიარ კამპანია რაც იყო წამოწყებული არის შურისძიების მოტივებით გამყარებული, რაც დღეს საბოლოოდ სასამართლომ დაადასტურა იმით, რომ ირაკლი კაჭარავას არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

    მოთხოვნა ეხებოდა იმას, რომ კაჭარავა ითხოვდა ნახევარ მილიონ დოლარს და ასევე სარეკლამო შემოსავლებიდან 30%-ს.

    ნიკოლოზ ბასილაშვილს დღეს 6 ეწყება თამაში, ამ წუთში იგი გახლავთ კორტებზე. ნიკოლოზი პირველივე წუთებიდან იყო დარწმუნებული, რომ ამ პროცესს მოიგებდა, რადგან არ არსებობდა ბუნებაში მის მიერ დადებული ხელშეკრულება. იცით, რომ ზოგადად ნიკოლოზი ძალიან სიტყვა ძუნწია, განცხადებებს ასე არ აკეთებს. მთავარია, რომ სიმართლემ იზეიმა“,
    - განაცხადა ჭკადუამ.