სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "გურამზე გაიმარჯვაო ვერ ვიტყვი, რადგან...", - კოსტა სანიკიძის ვრცელი პოსტი და მიმართვა

    "გურამზე გაიმარჯვაო ვერ ვიტყვი, რადგან...", - კოსტა სანიკიძის ვრცელი პოსტი და მიმართვა
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პროექტ პრაიმ ჰაუსის დასრულებსი შემდეგ, კოსტა სანიკიძემ თავის გულშემატკივრებს ვრცელი პოსტით მიმართა:

    "2023 - 1 იანვარი წელი დაიწყო გილოცავთ. ყველას გისურვებთ სიყვარულით და სიკეთით სავსე წელი გვქონოდეს.

    გუშინ რუსთავი ორის პროექტში რეალითი შოუს "პრაიმ ჰაუსის" ფინალში სამ ფინალისტთან ერთად ვიბრძოდი, სადაც გურამ შეროზიამ მოიგო ხმათა უმრავლესობით. გაიმარჯვაო ვერ ვიტყვი, რადგან გამარჯვებულად საკუთარ თავს ვთვლი. მან უბრალოდ პროექტი მოიგო. (ბინის მოგება ჩემი მიზანი პროექტის განმავლობაში არ ყოფილა).

    არ ვიცი რას ფიქრობენ ჩემზე გულწრფელად ადამიანები, მაგრამ როდესაც დედამიწაზე არსებობენ ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად უყვარხარ და უდიდეს სითბოს, ენერგიას და პატივისცემას გჩუქნიან ეს ხელოვანი ადამიანისთვის ენით აუღწერელი განცდა და ემოციაა. დიდი მადლობა ჩემო ეკიპაჟის წევრებო და გულშემატკივრებო, მთვრალი ხომალდის კაპიტანი ყოველთვის ვგრძნობ თქვენს სიყვარულს და გვერდში დგომას.

    მე ერთი უბრალოდ სუპერ ძალებით დაბადებული ერთი თბილისელი არტისტი, სულით პოეტი, და ჩონჩხით მუსიკოსი კოსტა სანიკიძე ვარ დედამიწაზე. და მთელი ჩემი არსებობის განმავლობაში ყოველთვის ვიბრძოლებ საკუთარ თავთან იმისთვის რომ სიყვარულის, სიკეთის და ღირსების მატარებელი ადამიანი ვიყო. ასე იყო ასე არის და ვიბრძოლებ რომ იყოს. ზუსტად ამიტომ ჩვენ გავიმარჯვეთ და ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანია ის ფაქტი რომ ქვეყანას სასიკეთოდ გამოვადგე, და მთელი ჩემი შემოქმედებით ვიყო ჯარისკაცი პირველ როგში საქართველოსთვის.

    პრაიმ ჰაუსმა და რუსთავი ორმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადამადგმევინა ამ ყველაფრისთვის, რისთვისაც დიდი მადლობა მთლიან გუნდს და იმ ოჯახურ გარემოს რაც ტრიალებს თქვენთან.

    მიყვარხართ ჩემიანებო და კაპიტანი ხომალდზეა, ზურგის ქარით ღუზა ამოგდებული და იალქნებ გაშლილი ასე რომ არ ინერვიულოდ და გული არ დაგწყდეთ, ვიცი როგორ განიცდიდით და რა ემოციებიც გამოიარეთ ამ სამი თვის განმავლობაში, მაგრამ გპირდებით რომ კიდევ ბევრ ემოციას მოგიძღვნით და გაჩუქებთ მთელი ჩემი შემოქმედებით
    ", - წერს კოსტა სანიკიძე სოციალურ ქსელში.