სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ხალხი ხშირად მეკითხება როდის დავლევ მათთან ერთად" - რა საიდუმლო გაამხილა ლაშა ტალახაძემ?

    "ხალხი ხშირად მეკითხება როდის დავლევ მათთან ერთად" - რა საიდუმლო გაამხილა ლაშა ტალახაძემ?
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ლაშა ტალახაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში საინტერესო ამბავი განაცხადა.

    ოლიმპიურ ჩემპიონს ჟურნალისტმა ასეთი კითხვა დაუსვა:

    "გარეგნობა კარგი პურისმჭამელი მამაკაცის გაქვთ. გაწერილი კვების რაციონის დარღვევა ხშირად გიხდებათ? როგორი თამადაა მსოფლიოს უძლიერესი მამაკაცი?".

    ლაშას პასუხი კი შემდეგნაირი იყო:

    "მეკითხებიან, როდის დავლევ მათთან ერთად, მაგრამ, ალკოჰოლი ათასში ერთხელ შეიძლება დავლიო. წელიწადი შეიძლება ისე გავიდეს, რომ ღვინო არ მივიღო. ჩემს თამადობას ვერ მივესალმები.

    ქართული სუფრა მიყვარს, მაგრამ თავს ვარიდებ. ზოგჯერ მწვრთნელები გვაძლევენ უფლებას, რომ ცოტა ლუდი დავლიოთ და კუნთი მოვადუნოთ და დავასვენოთ", - თქვა მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა.