სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ადამიანები, რომლებიც გასულ წელს დავკარგეთ

    ადამიანები, რომლებიც გასულ წელს დავკარგეთ
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გასულ წელს გარდაცვლილი ცნობილი ქართველები:

    ნიკა ქაცარიძე – ქართველი მსახიობი, გარდაიცვალა 5 იანვარს, 43 წლის ასაკში. მაყურებელი იცნობდა სერიალებიდან “ცხელი ძაღლი”. “შუა ქალაქი” და “ჩემი ცოლის დაქალები”.

    რეზო ამაშუკელი – თბილისის საპატიო მოქალაქე (2003). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996). გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიისა (1982) და საქართველოს კომკავშირის პრემიის ლაურეატი (1968)გარდაიცვალა 10 იანვარს 85 წლის ასაკში.

    რუსუდან კიკნაძე – ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი.. მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში „გიორგობისთვე“ (რეჟისორი ოთარ იოსელიანი, 1966), „ფერისცვალება“ (ეკა; რეჟისორი ლანა ღოღობერიძე, 1968), „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (ტატა; რეჟისორი გუგული მგელაძე, 1969), „თვალი პატიოსანი“ (მედეა; რეჟისორი შოთა მანაგაძე, 1976), გარდაიცვალა 20 იანვარს 74 წლის ასაკში.

    გრიგოლ (გივი) თოიძე – ქართველი მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი. საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი (1967), საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1988) თბილისის საპატიო მოქალაქე (1999). საქართველოს მხატვართა კავშირის მდივანი.გარდაიცვალა10 თებერვალს 89 წლის ასაკში.

    ლომერ ახვლედიანი – ქართველი კინოოპერატორი. გადაღებული აქვს ფილმები: „ქვევრი“, „სამკაული სატრფოსათვის“, „აურზაური სალხინეთში“, „მზე შემოდგომისა“, „მშობლიურო ჩემო მიწავ!“, „ნატვრის ხე“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „დონ-კიხოტი“, „ბესამე“, „ექსპრეს-ინფორმაცია“ და სხვა.საქართველოს სახალხო არტისტი.გარდაიცვალა 11 თებერვალს 87 წლის ასაკში.

    ელგუჯა (გუჯა) ბურდული – ქართველი და საბჭოთა კინომსახიობი. განსაკუთრებით ცნობილი გახდა მთავარი როლით თეიმურაზ ბაბლუანის ფილმში „უძინართა მზე“. თბილისის საპატიო მოქალაქე, გარდაიცვალა 5 მარტს 80 წლის.

    დილარ ივარდავა – პოეტი და მთარგმნელი მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, პოლონურ, რუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ ენებზე.დავით აღმასენებლის და გალაკტიონ ტაბიძის პრემიის ლაურეატი, გარდაიცვალა 26 მარტს 81 წლის.

    ვალერი კოჩაროვი – როკ ბენდ The Blitz-ის ხელმძღვანელი და ლიდერი. კოჩაროვის სახელს უკავშირდება თბილისში The Beatles-ის პოპულარიზაცია, ჯგუფმა საქართველოსა და საბჭოთა კავშირში The Beatles-ის სიმღერების შესრულებით გაითქვა სახელი.გარდაიცვალა 3 მაისს 74 წლის ასაკში.

    ლექსო თორაძე – ქართველი მუსიკოსი და პედაგოგი. ქართველი კომპოზიტორის დავით თორაძისა და კინომსახიობ ლიანა ასათიანის ვაჟიშვილი.1983 წლიდან