სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: მთვრალი კაცების სროლა რესტორანში - დაშავდა ვინმე?

    VIDEO: მთვრალი კაცების სროლა რესტორანში - დაშავდა ვინმე?
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი იარაღს ჰაერში რაამდენჯერმე ისვრის.

    საბედნიეროდ, ვიდეოკადრების მთავარი მოქმედი პირი პოლიციას იდენტიფიცირებული ჰყავს. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც რესტორან "მარანი ჰოლთან" იდგა და ავტომატიტადან ისროდა სამართალდამცავებს ჯერ არ დაუკითხავთ.

    საქმე აღძრულია ხულიგნობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით. აღსანიშნავია, რომ შსს-ს აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი რეაქცია არ ჰქონია, სანამ საქმეში მედია არ ჩაერთო.

    შეგახსენებთ, ეს კადრები 7 ივნისს არის გადაღებული.

    იხილეთ ვიდეო: