სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "კვარა ბომბი" - ახალი ასაფეთქებელი გამოჩნდა?

    "კვარა ბომბი" - ახალი ასაფეთქებელი გამოჩნდა?
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    იტალიის პოლიციამ ამოიღო ასაფეთქებელი, რომელსაც "კვარა ბომბს" უწოდებენ. როგორც ადგილობრივი გამოცემა წერს, ასაფეთქებელი საკმაოდ ძლიერია და მას ხვიჩა კვარაცხელიას სახელი უწოდეს.

    პოლიციის ინფორმაციით, მოწყობილობა 500 გრამამდე ასაფეთქებელ ნივთიერებას შეიცავს.

    იტალიაში ასაფეთქებლების გამოყენება აკრძალულია. ბოლო 1 კვირაში, არალეგალური პიროტექნიკის გაყიდვის საქმეზე ემილია-რომანიას რეგიონში სამართალდამცველებმა ორი ადამიანი დააკავეს. პოლიცია მოუწოდებს მოსახლეობას, დღესასწაულები უსაფრთხოების დაცვით აღნიშნონ.