სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • დიდი ოდენობის ჭყინტი სიმინდის უკანონო მოტეხვა - რა მოხდა სენაკში?

    დიდი ოდენობის ჭყინტი სიმინდის უკანონო მოტეხვა - რა მოხდა სენაკში?
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სოციალურ ქსელში ერთ-ერთი გვერდი - "სენაკის ქრონიკა" სოფელ დილიკაურში მომხდარი ფაქტის შესახებ სახალისო პოსტს ავრცელებს:

    "სოფელ დილიკაურში ღამის 00:33 სთზე განსაკუთრებულად დიდი ოდენობის ჭყინტი სიმინდის უკანონო მოტეხვა-შეწვა-რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული იქნა სამი პირი. ისინი ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ და აცხადებენ, რომ აწი აღარ მოიპარავენ სიმინდს თავის ყანაში", - აღნიშნულია გავრცელებულ პოსტში.

    აღსანიშნავია, რომ წელს ჭყინტი სიმინდის ფასმა რეკორდულად აიწია.