სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "თქვენ რა გინდათ მეორეხარისხოვანია, მთავარია, რომ..." - რას წერს გურამ შეროზია

    "თქვენ რა გინდათ მეორეხარისხოვანია, მთავარია, რომ..." - რას წერს გურამ შეროზია
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "პრაიმ ჰაუსის" გამარჯვებული გურამ შეროზია სოციალურ ქსელში წერს, რომ წყვილის ურთიერთობაში რეალურად რა ხდება, მათზე კარგად არავინ იცის და სხვის პირად ურთიერთობაში არავინ უნდა ჩაერიოს.

    ,,მეგობრებო, ბევრჯერ მინახავს, როცა შორდებიან ადამიანები და ხალხის კომენტარები:
    - herigdiiiit
    - ერთად მინდა იყოოოთ!!!!
    - აუუუ, დაალაგეეეთ ურტიერტობაა
    გიფიქრიათ იმაზე, რომ იმ ორმა ადამიანმა როგორღაც თქვენზე უკეთ იცის, დალაგებადია, თუ არა? რომ "თქვენ რა გინდათ" მეასერისხოვანია და მთავარია მათ რა სურთ?
    როცა არ იცით, რამდენად ტოქსიკური შეიძლება იყოს ურთიერთობა, ან რა დაუშავეს ერთმანეთს, ან რა მოხდა საერთოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვიზუალურად მოგწონთ ერთად - თქვენი ხათრით სამუდამოდ ერთად უნდა იყვნენ?

    ან იქნებ უნდათ და რიგდებიან ხვალვე, ოღონდ ესეც მათი გადასაწყვეტია, აუცილებლად მიატოვეთ ხოლმე, პირად ურთიერთობაში ჩარევის უფლება მხოლოდ მაშინ გაქვთ, თუ რჩევას გკითხავენ... მოქმედ წყვილებზე ხოტბა და გულები კი ბატონო, არ დაიშუროთ, სასიამოვნოა", - წერს გურამ შეროზია.