სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სად გაითიშება შუქი - თელასი აბონენტებს აფრთხილებს

    სად გაითიშება შუქი - თელასი აბონენტებს აფრთხილებს
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 6 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

    ინფორმაციას ამის შესახებ ,,თელასი" ავრცელებს.

    მთაწმინდის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს დაღმართის, კოსტავას, ვერეს, ახვლედიანის, ქიაჩელის, ნიკოლაძის და მელიქიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

    გლდანის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, შეშელიძის, ხიზანიშვილის და ვასაძის ქუჩების მოსახლეობას.

    ,,კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებენ ,,თელასში".