სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • თამუნა მუსერიძე ქისტაურზე - "ოღონდ ეს არა... იქნებ ტყუილი იყოს..."

    თამუნა მუსერიძე ქისტაურზე - "ოღონდ ეს არა... იქნებ ტყუილი იყოს..."
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ტელეწამყვანი, თამუნა მუსერიძე ბელგიაში, ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს. „ღმერთო როგორ მინდა ტყუილი იყოს. იქნებ არ არის სიმართლე? ორო დღეა ვარკვევთ და ჯერჯერობით ოჯახი არ ადასტურებს. იქნებ სხვაზეა საუბარი?“ - წერს მუსერიძე.

    ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ცნობილი ქართველი ტრანსგენდერი, ლიზა ქისტაური მისმა შეყვარებულმა მოკლა.


    როგორც ირკვევა, 26 დეკემბრის შემდეგ ქისტაური და მისი შეყვარებული გაუჩინარდნენ, მათი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა. დედას კი რომელიც საქართველოში დროებით იყო ჩამოსული, შვილის ნაწამები ცხედრის ფოტოები ამოსაცნობად გამოუგზავნეს. ახალგაზრდა ტრანსგენდერი სასტიკად არის ნაცემი და მის ცხედარს უამრავი დაზიანება აღენიშნება.