სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ვინ ცნეს ბრალდებულად დიანა ბერიძის მკვლელობაში?

    ვინ ცნეს ბრალდებულად დიანა ბერიძის მკვლელობაში?
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    36 წლის ქართველი ქალის, დიანა ბერიძის მკვლელობაში ბრალდებული ბერძენი ქირურგი ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად დამნაშავედ ცნეს.

    ბერძნული მედიის ცნობით, 36 წლის სამი შვილის დედამ კლინიკას ვარიკოზული ვენების მოსაშორებელი ოპერაციისთვის მიაკითხა. ექიმმა ის კლინიკის მიტოვებულ ნაწილში წაიყვანა და პროცედურისთვის არასაჭირო ორი ძლიერი საანესთეზიო პრეპარატი გაუკეთა. სწორედ ამან შეუქმნა პაციენტს რესპირატორული პრობლემები, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

    ბრალდებულმა 36 წლის ქალის გვამი მანქანაში ჩადო, ჰალკიდიკის რეგიონში წაიღო და კლდიდან გადააგდო.

    "ეს იყო ტრაგიკული სამედიცინო შეცდომა, რაზეც ძალიან ვწუხვარ. არ მქონია მისი მოკვლის განზრახვა. არ მქონია განზრახვა, რომ რაიმე ზიანი მიმეყენებინა დიანასთვის, მითუმეტეს, მომეკლა", - განაცხადა ბრალდებულმა.