სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ლიზა ქისტაური ცოცხალია ხალხნო!", - ნინი შერმანდინი ქისტაურის ნათესავთან მიმოწერას ასაჯაროებს

    "ლიზა ქისტაური ცოცხალია ხალხნო!", - ნინი შერმანდინი ქისტაურის ნათესავთან მიმოწერას ასაჯაროებს
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მოგეხსენებათ, გუშინდელი დღიდან მოყოლებული, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ცნობილი ქართველი ტრანსგენდერი, ლიზა ქისტაური მისმა შეყვარებულმა მოკლა.

    თუმცა, მოგვიანებით ისიც დაიწერა, რომ გარდაცვლილი შესაძლოა არა ლიზა ქისტაური, არამედ მისი მეგობარი სხვა ტრანსგენდერი იყოს.

    აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში, მომღერალი ნინი შერმანდინიც ეხმაურება და ქისტაურის ნათესავთან მიმოწერის სქრინი გაასაჯაროვა:

    "ოჯახის ახლობელი მწერს, დედამისს ვესაუბრე და ცხედრის ამოსაცნობად იყოო,გარდაცვლილია ლიზის დაქალიო, ლიზა იმალება იქდე სანამ არ დაიჭერენ დამნაშავეს, ცოცხალია და კარგადააო!!!! ტვ პირველი და არა მარტო, ყველა ტელევიზიამ ვინც ეს განცხადება გააკეთა, ძალიან უხერხული ხომ არაა თქვენი მხრიდან, ასე დაუზუსტებლად ადამიანის მკვდრად გამოცხადება?
    ლიზა ქისტაური ცოცხალია ხალხნო და იმედია გამოჩნდება მალე.
    დაქალის ტრაგედიას კი ნამდვილად ვიზიარებ და ძალიან ვწუხვარ...
    ", - წერს შერმანდინი.

    "ლიზა ქისტაური ცოცხალია ხალხნო!", - ნინი შერმანდინი ქისტაურის ნათესავთან მიმოწერას ასაჯაროებს