სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ბენს საყვარელი ჰყავსო, ურთულესი კაცია" - ნუკი კოშკელიშვილი მეუღლეზე

    "ბენს საყვარელი ჰყავსო, ურთულესი კაცია" - ნუკი კოშკელიშვილი მეუღლეზე
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ულამაზესი მოდელი და ტელეწამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი, ურთიერთობაში ამერიკელ ბენ ჩეიმთან არის.

    რამდენჯერმე დაიწერა, რომ ნუკი და ბენი ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა კოშკელიშვილმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. ის ამბობს, რომ როცა ეს ჭორი გაიგო, სიცილით გასკდა.

    "როცა აღარ დაწერენ, ესე იგი, აღარ ვაინტერესებ ხალხს. მე და ბენს ძალიან გაგვიმართლა ერთმანეთი რომ ვიპოვეთ. ვერც კი წარმომიდგენია, რომ მას ვინმე ჰყავდეს. ვიღაცამ რომ მომწეროს, ან მითხრას, ბენს საყვარელი ჰყავსო,გავსკდები სიცილით. ზოგადადად მე ურთიერთობებში მსუბუქი ვარ, ბენი ურთულესი კაცია." - განაცხადა ნუკიმ.