გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილზე საგანგებო ინფორმაცია გაავრცელა.
მისი თქმით, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება.
"ქრება ადამიანი თვალწინ, უბრალოდ, ყურებაც შეუძლებელია. რასაც ვხედავ, ხვალინდელ პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს, მისი ფიზიკური მდგომარეობა ამის საშუალებას ნამდვილად არ იძლევა, თუნდაც დისტანციურად. რაღაც მდგომარეობა არის ხოლმე ხანდახან რომ ვეუბნები, აბა, თავი გადააბრუნე და თავსაც კი ვერ აბრუნებს", განაცხადა ალასანიამ.