სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • თურქეთში ავტობანზე კლდე ჩამოიშალა - არის მსხვერპლი

    თურქეთში ავტობანზე კლდე ჩამოიშალა - არის მსხვერპლი
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    1 ივლისის დილას ქალაქ ქემალფაშასა და ხოფას შორის მდებარე ავტობანზე კლდე ჩამოიშალა და ტრაილერებს დაეცა. როგორც თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა, დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც.

    "რაც ამ დროისთვის ცნობილია, დაღუპულია ერთი აზერბაიჯანელი, რამდენიმე თურქი კი დაშავებულია", - განაცხადა ელჩმა.

    ასევე ცნობილია, რომ დაზიანდა 4 სატვირთო მანქანა. ამჟამად შემთხვევის ადგილზე მაგისტრალის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.