სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • უკრაინული მედია - რუსებმა ლიმანიდან გასვლისას მშვიდობიანი მოსახლეობა აწამეს, გააუპატიურეს და დახვრიტეს

    უკრაინული მედია - რუსებმა ლიმანიდან გასვლისას მშვიდობიანი მოსახლეობა აწამეს, გააუპატიურეს და დახვრიტეს
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ-ერთი რუსი ჯარისკაცის სატელეფონო საუბარი მოისმინა, რომელიც ადასტურებს, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანიდან უკან დახევისას დამპყრობლებმა მშვიდობიანი მოქალაქეები მოკლეს და ქალები გააუპატიურეს.

    უწყების მიერ გამოქვეყნებულ საუბარში რუსი აღიარებს, რომ როდესაც მათმა ჯარებმა ქალაქი უკრაინელებს ჩააბარეს, ყველა ახალგაზრდა ქალი გააუპატიურეს. მათივე თქმით, მსგავსი ვითარება იყო ტირსკშიც.

    "როდესაც ჩვენ ლიმანი ჩავაბარეთ, [რუსმა] სამხედროებმა ყველა დაჭრეს, გააუპატიურეს, დახვრიტეს. ხოლო ვინც უფრო ახალგაზრდა იყო, წაიყვანეს. ქალები, ახალგაზრდები: ყველა სცემეს, დაჭრეს, დახვრიტეს", - ამბობს რუსი ოკუპანტი.

    უწყების ცნობით, რუსი ომის დამნაშავეები სარგებლობენ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებით.

    წყარო: mtavari.tv