სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რობერტ სტურუა: "უნიჭო და უვიცმა საქართველომ ეს ვერ გაიგო"

    რობერტ სტურუა: "უნიჭო და უვიცმა საქართველომ ეს ვერ გაიგო"
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რეჟისორი რობერტ სტურუა ვატიკანში წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქოს გუნდის მიერ გამართულ კონცერტს სოციალურ ქსელში შემდეგნაირად გამოეხმაურა:

    "უნიჭო და უვიცმა საქართველომ ვერ გაიგო, რა მოხდა სიქსტეს კაპელაში – არც ქართული საგალობლები იციან, არც ხალხური სიმღერები!

    არც მიქელანჯელო გაუგიათ და არც ღმერთი! მხოლოდ მიტინგები იციან და 20 ლარი! ვაშა კრეტინებს!" - წერს სტურუა.

    აღსანიშნავია, რომ ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში, 29 ივნისს "შენ ხარ ვენახი" და პატრიარქის "ავე მარია" შესრულდა. იქამდე კი კი, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდმა კონცერტი ვატიკანში, სიქსტეს კაპელაში გამართა.