სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ეს მეგობრები მაშინ სად ეგდეთ, როცა ცუდად იყო" - გიორგი მასხულია ლიზა ქისტაურზე

    "ეს მეგობრები მაშინ სად ეგდეთ, როცა ცუდად იყო" - გიორგი მასხულია ლიზა ქისტაურზე
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გიორგი მსახულია ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

    „ეს მეგობრები მაშინ სად ეგდეთ, ცუდად რომ იყო... ადამიანი ათი დღის მანძილზე ერთხელ რატომ არ მოიკითხეთ ან არ ახვედით მასთან, მაშინ სად იყავით... ახლა რომ ენები გაქვთ გათქვეფილი, ხან რას წერთ, ხან რას, გრცხვენოდეთ რა, გრცხვენოდეთ. ახლა ამ სიტუაციით გსურთ ყურადღების მიპყრობა, თორემ ლიზა რომ გადარდებდეთ, ის ახლა ცოცხალი იქნებოდა, მეგობრები არა კიდევ რა...

    სადღა არსებობს მეგობრობა. ადამიანი მიაგდეთ და გარდაიცვალა. იქნებ რა ცოტა რამე შველოდა თქვენი დახმარებიდან, იქნებ რა სჭირდებოდა, ახლა რომ უკიდეგანოდ გაქვთ ეს ენები გადმოგდებული. მაგ დროს სად ბრძანდებოდით, სად. ნათელში ამყოფოს მისი სული“ - წერს მასხულია.