მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ის გამომწერებს ყოველდღიურად უზიარებს ახალ ფოტოებს და დასმულ კითხვებსაც ხშირად პასუხობს.
სოციალურ ქსელში ხშირად წერენ, რომ მანიკას განსაკუთრებული გარეგნობა აქვს და მის მიმართ კომპლიმენტებს არასდროს იშურებენ. როგორც ჩანს, ის თინეიჯერობის შემდეგ დიდად არ შეცვლილა და პატარა ასაკშიც შარმითა და სილამაზით გამოირჩეოდა. „აქ 16 წლის ვარ“ - წერს ტელეწამყვანი ძველ ფოტოებზე.