სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: ”მადლობა ხალხს, თქვენ მე გაყინვას გადამარჩინეთ” – რას ამბობს იმერელი ბებო, რომელსაც ხალხი დაეხმარა?

    VIDEO: ”მადლობა ხალხს, თქვენ მე გაყინვას გადამარჩინეთ” – რას ამბობს იმერელი ბებო, რომელსაც ხალხი დაეხმარა?
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    70 წლის დოდო კაკაბაძე, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში მცხოვრებს და საზოგადოებამ 9 000 ლარი შეუგროვა, ხალხს დახმარებისთვის მადლობას უხდის და ამბობს, რომ ამ ხალხმა იგი გაყინვას გადაარჩინა.

    “უბედნიერესი ვარ, ჩემი ოცნება ახდა. მადლობა ხალხს, რომელიც გვერდით დამიდგა და გაყინვას გადამარჩინა”, – დოდო კაკაბაძე “ინფო რუსთავთან”.

    შეგახსენებთ, რომ დოდო კაკაბაძის შესახებ ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. ცნობილი გახდა, რომ სახლს, სადაც მოხუცი ცხოვრობს, კარი არ აქვს, ფანჯრის მინები ჩამსხვრეულია, სახურავი ნახევრად არის გადახურული, კედლები დაბზარულია, იატაკი კი ავარიული. წვიმის დროს სახლის ყველა ნაწილში წყალი თანაბრად ჩადის. აღმოჩნდა, რომ მოხუცს არც საწოლი აქვს და ღამით სკამზე მყოფი იძინებს. მოხუცის თქმით, მისი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, თუმცა ამ თანხას ის ბანკში სესხის პროცენტად იხდის.

    ნახეთ ვიდეო: