სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "თუ ცოლი გადაწყვეტს, რომ ბავშვები გაზარდოს და ქმარმა შემოიტანოს, ოკ..." - გურამ შეროზია კესო ბერუაშვილის კომენტარზე

    "თუ ცოლი გადაწყვეტს, რომ ბავშვები გაზარდოს და ქმარმა შემოიტანოს, ოკ..." - გურამ შეროზია კესო ბერუაშვილის კომენტარზე
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "კაცი, რომელიც ვერ იხდის თქვენი ვახშმის ფულს, რა გაფიქრებინებთ, რომ მომავალში ოჯახს არჩენს?“ - კესო ბერუაშვილის ამ განცხადებას „პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის გამარჯვებული, გურამ შეროზია გამოეხმაურა.

    „დავიმახსოვროთ მეგობრებო: არავის, არავის რჩენის ვალდებულება არ აქვს. ვისწავლოთ ყველამ, ვიშრომოთ, დავიპყროთ კარიერის მწვერვალები, სარფიანად გათხოვების ოცნების ნაცვლად.

    ნუ, ცოლი თუ გადაწყვეტს ბავშვები გაზარდოს და ქმარმა „შემოიტანოს“ ოკ, მაგრამ ამავე ლოგიკით, პირიქითაც შეიძლება. ჰოდა, გადმოდით ნათელ მხარეზე, 2023 წელი დადგა. პრინცესებად და მარჩენლებად ნუ გაზრდით შვილებს, თანასწორუფლებიან ადამიანებად გაზარდეთ.