სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • აპოხტის ხინკალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

    აპოხტის ხინკალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ბატონების” რიტუალის გარდა არამატერიალური ძეგლის სტატუსი აპოხტის ხინკალსაც მიენიჭა.

    აპოხტის ხინკლი მესხურ ტრადიციული კერძია და მისი მომზადება საკმაოდ დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული.

    აღსანიშნავია, რომ აპოხტის ხინკალი მომზადების წესითა და ინგრედიენტებითაც საკმაოდ განსხვავდება ჩვენთვის კარგად ნაცნობი ხინკლისგან.

    აპოხტის ხინკალი – მესხური ტრადიციული კერძია და ამ კუთხეში საკმაოდ მოთხოვნადია. მესხურ ტრადიციულ კერძს, სადღესასწაულოდ, თითქმის ყველა ოჯახში ამზადებენ.

    აპოხტი, საქონლის ხორცისგან მზადდება. დამარილებულ ხორცს ხის გობში ინახავენ. ერთკვირიანი შენახვის შემდეგ ხორცი ირეცხება.

    ხორცი ზამთრის განმავლობაში შრება. გამომშრალი და დამარილებული ხორცი, მეომრებს ომში მიჰქონდათ.