სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • უკრაინაში "ქართული ლეგიონის" წევრები გაანადგურეს? - რას ამბობს მამუკა მამულაშვილი

    უკრაინაში "ქართული ლეგიონის" წევრები გაანადგურეს? - რას ამბობს მამუკა მამულაშვილი
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რუსული მედია წერს, რომ ლისიჩანსკში "ქართული ლეგიონის" მებრძოლები გაანადგურეს.

    ამ ინფორმაციას "ქართული ლეგიონის" მეთაური, მამუკა მამულაშვილი უარყობს.

    "რუსული მედია რამდენიმე დღეა ავრცელებს დეზინფორმაციას "ქართული ლეგიონის" წევრების განადგურებუს შესახებ, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ძალიან მონდომებული არიან ჩვენი რომელიმე დანაყოფი მაინც გაანადგურონ და საბედნიეროდ არ მიეცათ ამის საშუალება.

    ჩვენ იქეთ ვანადგურებთ მტერს. ინტენსიური ცეცხლი მიმდინარეობს აღმოსავლეთ ფრონტზე რუსები ცდილობენ წინ წამოიწიონ და რამდენიმე მიმართულებით უტევენ უკრაინულ არმიას. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად შეძლებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები რეაქტიული არტილერიის დანადგარების მიწოდებას უკრაინისთვის, ეს განსაზღვრავს ომის ბედს", - აცხადებს მამუკა მამულაშვილი.