სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ნახეთ, რა ფოტო გამოაქვეყნა ნიკოლოზ წულუკიძემ - "ასე მომილოცა კვარამ..."

    ნახეთ, რა ფოტო გამოაქვეყნა ნიკოლოზ წულუკიძემ - "ასე მომილოცა კვარამ..."
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ტელეწამყვანი, ნიკოლოზ წულუკიძე, რომელიც იტალიის ქალაქ ნეაპოლში ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს სტადიონიდან უყურებდა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

    „ასე მომილოცა ქართული თეატრის დღე კვარამ" - წერს ნიკოლოზ წულუკიძე.

    ნიკოლოზ წულუკიძე 180 ქართველთან ერთად ნეაპოლში კვარაცხელიას საგულშემატკივროდ იყო ჩასული.

    შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია ა-ს შეხვედრაში "ნაპოლიმ" "იუვენტუსი" 5:1 გაანადგურა. ქართველი სპორტსმენი ტრავმის მერე კრიტიკის ქვეშ იყო, თუმცა "ბებერ ქალბატონთან" შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა, 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და მატჩის შემდეგ კი უმაღლესი - 9.8 შეფასება მიიღო.

    ნახეთ, რა ფოტო გამოაქვეყნა ნიკოლოზ წულუკიძემ - "ასე მომილოცა კვარამ..."