სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ზოდიაქოს ყველაზე იღბლიანი და უიღბლო ნიშნები

    ზოდიაქოს ყველაზე იღბლიანი და უიღბლო ნიშნები
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნების სია ასეთია:

    მშვილდოსანი
    ის მრავალმხრივი და ენთუზიაზმით აღსავსე პიროვნებაა. ალბათ, სწორედ ამიტომ, ყოველთვის საჭირო დროს საჭირო ადგილას იმყოფება. ყველა ადამიანი, ვინც მშვილდოსანს იცნობს, აღიარებს რომ მას წარმატებული სიტუაციის ნამდვილი ალღო აქვს.

    აღსანიშნავია, რომ წარმატება დიდწილად მშვილდოსნის ხასიათიდან მოდის. მას რისკზე წასვლა უყვარს და სირთულეები არ აშინებს. სარისკო საქმეზე ხშირად მიდის, როცა სასწორზე სრული დამარცხება ან გამდიდრება დევს.

    მორიელი
    მორიელს იღბალი არ სჭირდება. მას ყველაფერი ადვილად გამოსდის, რაც არ უნდა ჩაიფიქროს. როგორ ხდება ასე?

    შესაძლოა, აქაც მთავარ როლს ხასიათი თამაშობდეს. საქმე იმაშია, რომ მორიელი გარშემომყოფებზე წარმოუდგენელ გავლენას ახდენს და მათ საკუთარი სარგებლის მისაღებად იყენებს.მორიგი პრობლემის დროს მორიელს სხვა ადამიანები სრულიად უსასყიდლოდ, მხოლოდ მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ეხმარებიან. ასეთი სასწაული კი ხშირად ხდება.

    ტყუპები
    მას შეიძლება ნამდვილად იღბლიანი ვუწოდოთ. მისი იღბალი წარმოუდგენელ ინტუიციას ეყრდნობა. ტყუპები საფრთხეს წინასწარ გრძნობენ და იციან, როდის ღირს გარისკვა. ყველაზე ხშირად იგებენ ლატარეაში და საფრთხეს თავიდან ადვილად იცილებენ.

    მათ იღბალს ხასიათიც განაპირობებს. საკმაოდ ფრთხილი ადამიანია, რომელიც ნაბიჯს არ გადადგამს, თუ რამდენიმე სვლას წინასწარ არ გათვლის.

    თევზები
    ბევრი მას სუსტ და დაუცველ ადამიანად მიიჩნევს. თუმცა ცხოვრება აჩვენებს, რომ ისინი საკმაოდ იღბლიანები არიან. წარმატებას და სიმდიდრეს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აღწევენ.

    თევზები ნამდვილი თვალთმაქცები არიან. მათ სამსახიობო ნიჭი კარგად განვითარებული აქვთ და ნებისმიერი როლის მორგება შეუძლიათ. ამ თვისებით ყველაფერს აღწევენ, რაც სურთ. ამასთან მაღალი მგრძნობელობით გამოირჩევიან. გარშემომყოფების განწყობის შეგრძნება და მათი აზრების წაკითხვა შეუძლიათ.

    მერწყული
    მერწყული არატრადიციული აზროვნებით გამოირჩევა. სამყაროს სხვანაირად უყურებს, ნივთებს განსხვავებულად აღიქვამს. შესაბამისად სხვებისგან განსხხვავებულად რეაგირებს. ხშირად მომგებიან პოზიციაზე იმყოფება და წარმატებას აღწევს.

    მას ნიჰილისტს უწოდებენ, რადგან არ ნერვიულობს მაშინ, როცა სხვა პანიკაშია. მერწყული გაუთვალისწინებელ სიტუაციაში საღ აზრს არ კარგავს, პერსპექტივებს ხედავს და იცის, როგორ მოიქცეს.

    რაც შეეხებათ ადამიანებს, რომელთაც ხან უმართლებთ და ხან არა, მათი ჩამონათვალი ასეთია:

    ვერძი
    წარმატების თვალსაზრისით, ვერძი ორაზროვანია. საქმე იმაშია, რომ ის ძალიან იმპულსურია და ხშირად დაუფიქრებლად მოქმედებს. პრობლემების გადალახვას დაუფიქრებლად, საკუთარი შეუპოვრობის და რესურსების ხარჯზე ცდილობს.

    ზოგჯერ ასეთი უაზრო საქციელი სრული მარცხით სრულდება. თუმცა, ხშირად გამარჯვებული გამოდის და ყველა „ნაღებს“ იღებს. იმათზე იმარჯვებს, ვისაც ყველა ნაბიჯი გათვლილი ჰქონდათ.

    ლომი
    ლომს წარმატება შუბლზე აწერია. მისი სიდიადე სხვების ყურადღებას იპყრობს. მისი კეთილდღეობის მოპოვებას ყველა ცდილობს. გასაოცარი არაა, რომ მსოფლიოს ყველა სიამოვნება ლომს ხელში უვარდება.

    რა უშლის ხელს წარმატებაში? საქმე მის ხასიათშია. ლომი ზარმაცია. გარშემომყოფებს უგულებელყოფით უყურებს და ფიქრობს, რომ ყველა მისი მოვალეა. ამის გამო, მომგებიან გარიგებებს კარგავენ.

    სასწორი
    მუდმივი მერყეობის გამო მათ ჭეშმარიტ იღბლიანს ვერ ვუწოდებთ. სინელის გამო ხშირად ცხოვრების კარგ მომენტებს ხელიდან უშვებენ.

    ამასთან, სასწორი კარგი დამგეგმავია, რომელსაც პერსპექტივის დანახვა და მკვეთრი კუთხეების თავიდან აცილება შეუძლია. ასეთი ბუნებრივი სიფრთხილის და საღი აზრის წყალობით მათ სრულიად უიღბლოს ვერ ვუწოდებთ.

    უიღბლო ზოდიაქოს ნიშნები:


    კურო
    კუროს ერთ-ერთ ყველაზე უიღბლო ზოდიაქოს ნიშანია. შესაძლოა, ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო, მაგრამ თავად კურო დარწმუნებულია, რომ იღბალმა გვერდით ჩაუარა. ამ ნიშანს უდიდესი პოტენციალი აქვს. ის დამოუკიდებელია, ყველაფრის თავად მიღწევას მიჩვეულია და მისი წარმოუდგენელი შეუპოვრობა განცვიფრებას იწვევს. ამასთან, ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანს იშვიათად აღწევს.

    მათ მუდმივად რაღაც აკლიათ, ზოგჯერ უშიშრობა, ზოგჯერ გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი, მაგრამ შექმნილი პირობები კუროს სამყაროს ანადგურებს და იმ აზრამდე მიდის, რომ ამაში დამნაშავე სრული უიღბლობაა. შესაძლოა, ცუდზე ნაკლებად უნდა იფიქრონ.

    ქალწული
    მისი სიტუაცია კუროს მდგომარეობას ძალიან ჰგავს, ქალწული თვითკრიტიკულია, სწორედ ამიტომ, მაშინაც კი პესიმიზმით არიან შეპყრობილნი, როცა უმართლებს და ნერვიულობს, რომ ხვალ წარმატება გვერდს შეაქცევს. განა ასეთი დამოკიდებულებით ცხოვრებაში ბედნიერი შეიძლება იყოთ?

    ქალწულს კარგი პოტენციალი აქვს. ის მათემატიკური უნარით გამოირჩევა და ამ შესაძლებლობას კარგად იყენებს. ქალწული ორჭოფობს მაშინაც კი,თუ ინტუცია სწორ გზას უჩვენებს.

    თხის რქა
    ადამიანის იღბალი მის ხასიათზე არის დამოკიდებული. ამ მხრივ, ჭეშმარიტ ინტროვერტს ნაკლებად უმართლებს. ის ნდობას მიჩვეული არაა. მან ზუსტად იცის, რომ ბედი ცვალებადია და მხოლოდ საკუთარ თავს ენდობა.

    თუმცა, ზოგჯერ საკუთარი თავის მიმართ რწმენა ნამდვილ სასწაულებს ქმნის. თხის რქას უზარმაზარი პოტენციალი აქვს, მაგრამ ცხოვრების წესის და უნდობლობის გამო საკუთარი თავის რეალიზებას და წარმატების გამოყენებას ვერ ახერხებს.

    კირჩხიბი
    კირჩხიბი ყველაზე უიღბლო ზოდიაქოს ნიშანია. ის საკმაოდ მორცხვი ნიშანია, რომელიც იღბალსაც კი საკუთარ ნიჟარაში ემალება. მას საინტერესო შეთავაზებები ხშირად აქვს, მაგრამ მუდმივი ორჭოფობა მათზე უარის თქმას აიძულებს და ბედნიერების მიმავალ კარს ხურავს.