სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ბუბა კიკაბიძე გარდაიცვალა - ის 84 წლის იყო

    ბუბა კიკაბიძე გარდაიცვალა - ის 84 წლის იყო
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბუბა კიკაბიძე გარდაიცვალა. საქართველოს სახალხო არტისტი, მომღერალი, მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი 84 წლის იყო. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი თავს შეუძლოდ გრძნობდა, რის გამოც კლინიკაში გადაიყვანეს.

    ვახტანგ კიკაბიძე 1959-1965 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 61-63 წლებში უცხო ენათა ინსტიტუტში. 1959 წლიდან იყო ფილარმონიის არტისტი. მღეროდა ანსამბლებში: "დიელო", "რერო".

    1967 წლიდან იყო ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ "ორერას" სოლისტი. შესრულებული აქვს როლები სხვადასხვა ფილმში, მათ შორის "შეხვედრა მთაში", "არ დაიდარდო", "ვერის უბნის მელოდიები", "მიმინო". იყო დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი ფილმებისა: "იცოცხლე გენაცვალე", "მამაკაცები და სხვები". 2020 წელს იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია".