სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • როგორ გამოეხმაურა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას?

    როგორ გამოეხმაურა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას?
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, ანტონი გერაშენკო სოციალურ ქსელში ქართველი მომღერლის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებაზე წერს:

    ლეგენდა წავიდა: მომღერალი, მსახიობი და რეჟისორი ვახტანგ კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

    2008 წლიდან, როდესაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა, მან შეწყვიტა წარმოდგენები რუსეთის ფედერაციაში.

    ის ასევე ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინას, ღიად გმობდა პუტინს და სძულდა ყველაფერი, რაც “რუსულ სამყაროსთან” იყო დაკავშირებული
    ”, – წერს გერაშენკო.

    ცნობისთვის, ქართველი მომღერალი რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადაიყვანეს და მკურნალობას გადიოდა.