სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სააკაშვილი კიკაბიძეზე პოსტს აქვეყნებს - "ვგლოვობ ჩემს საუკეთესო მეგობარს"

    სააკაშვილი კიკაბიძეზე პოსტს აქვეყნებს - "ვგლოვობ ჩემს საუკეთესო მეგობარს"
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დაპატიმრებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ახლა კლინიკა "ვივამედშია", მსახიობ ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას გამოეხმაურა.

    "ვგლოვობ ჩემს საუკეთესო მეგობარს", - ეს პოსტი მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

    ქართველი კინომსახიობისა და მომღერლის, 84 წლის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებაზე ინფორმაცია გუშინ, 15 იანვარს, გავრცელდა.

    ბუბა კიკაბიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ცნობილ ქართულ საბჭოთა ფილმში, მათ შორისაა: "მიმინო“ (1977), "არ დაიდარდო" (1969), "ვერის უბნის მელოდიები" (1973) და სხვა. იგი ასევე ენმ-ის სიის პირველი ნომერი და მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო.