სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ზელენსკი საქართველოში ჩამოდის, მას სურს, პირადად მიუსამძიმროს კიკაბიძის ოჯახს

    ზელენსკი საქართველოში ჩამოდის, მას სურს, პირადად მიუსამძიმროს კიკაბიძის ოჯახს
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    შესაძლოა, საქართველოში ვოლოდიმირ ზელენსკი ჩამოვიდეს. ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ავრცელებს.

    გიული ალასანიას ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დღეს ზარი განხორციელდა რეფორმების ოფისში, რომელსაც დღემდე მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს და განაცხადეს, რომ ზელენსკი შოკირებულია და მას დაკრძალვის ცერემონიაში ჩართვა სურს.

    მანამდე კი უკრაინის პრეზიდენტმა სამძიმრის წერილი გაავრცელა.

    ვახტანგ კიკაბიძე. მეგობარი, რომელიც ყოველთვის ჩვენთან იყო. დიდებული ერის დიდებული ადამიანი. ლეგენდა, რომელსაც ყველა ვხედავდით. ხელოვანის ნათელი ხსოვნა და სამძიმარი მის ახლობლებს – აცხადებს სამძიმრის წერილში ვოლოდიმირ ზელენსკი.

    ბუბა კიკაბიძე დღეს 84 წლის ასაკში, 2 თვიანი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

    უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 2022 წლის 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბუბა კიკაბიძე „იაროსლავ ბრძენის ორდენით“ დააჯილდოვა.