მომღერალ თათა გიორგობიანს საზოგადოება კარგად იცნობს. ის პოპულარული „ღამის შოუს ბენდიდან“ გახდა და მსმენელმა მალევე შეიყვარა. თათა ხშირად სტუმრობს სხვადასხვა გადაცემას და განვლილ ცხოვრებასა და წარმატებაზეც საუბრობს.
ამჯერად თათა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს:
"არ არსებობს გარანტირებული წარმატება ან წარუმატებლობის გარანტირებულად აცილების გზები. შენ ვერ გააკონტროლებ ამ სამყაროს. შეიძლება ყველანაირი წესი დაარღვიო და მაინც მოგებული დარჩე. ერთადერთი რაც უნდა გაწუხებდეს – ეს არის სინდისი. ნუ მოატყუებ შენს თავს. ისწავლე შენი თავის გაგება. გააცნობიერე შენი
ჭეშმარიტი მოთხოვნილებები და გრძნობები. და იფიქრე- რა იქნება შენთვის უკეთესი… შენი “კარგი” თითქმის ყოველთვის აღმოჩნდება ვიღაცის “ცუდი” და პირიქით… მოხდება ისე, რომ დაიკავებ ვიღაცის ადგილს ინსტიტუტში ან სალარო აპარატთან. პაემანზე წახვალ ვიღაცის ყოფილ ‘დიდ სიყვარულთან’ და დაიკავებ ვიღაცის საყვარელ ადგილს კინოთეატრში. ნუ იგრუზები. შენი “კარგი” ყოველთვის აღმოჩნდება ვიღაცის “ცუდი”… ასე რომ, ბარი-ბარში ხართ” – წერს ის.