სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ბუბა კიკაბიძეს 19 იანვარს ანდერძისამებრ დაკრძალავენ

    ბუბა კიკაბიძეს 19 იანვარს ანდერძისამებრ დაკრძალავენ
    2 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბუბა კიკაბიძეს ხუთშაბათს, 19 იანვარს, საკუთარი ანდერძის მიხედვით, ვერის სასაფლაოზე ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ.

    მანამდე კი მის ცხედარს სავარაუდოდ ქაშვეთის ეკლესიაში გადაასვენებენ, სადაც ორი დღის განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. ხუთშაბათს სახალხო არტისტს ფილარომიის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენებენ და ბოლო გზაზე გააცილებენ.

    ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინო რეჟისორი, სიმღერების ავტორი ბუბა კიკაბიძე 84-ი წლის ასაკში გარდაიცვალა. კიკაბიძეს კინე მატოგრაფიაში შექმნილი აქვს მრავალი დაუვიწყარი სახე, მათ შორის ფილმები „არ დაიდარდო!“, „მიმინო“, „ვერის უბნის მელოდიები“ და სხვა. 2020-ც წელს იყო საქართველოს მე-10-ე მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ