სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: ნეპალში დღეს გლოვის დღეა - ნახეთ, კადრები თვითფრინავის ჩამოვარდნამდე

    VIDEO: ნეპალში დღეს გლოვის დღეა - ნახეთ, კადრები თვითფრინავის ჩამოვარდნამდე
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ნეპალში თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა - Yeti Airlines-ის კუთვნილი ხომალდის ბორტზე, რომელიც დედაქალაქ კატმანდუდან ტურისტულ ქალაქ პოხარაში მიფრინავდა, 72 ადამიანი იმყოფებოდა.

    მგზავრებს შორის 15 სხვა ქვეყნის მოქალაქე იყო, მათგან 5 ინდოელი, 4 რუსი 2 კორეელი. დაღუპულებს შორის არიან ირლანდიის, ავსტრალიის, არგენტინისა და საფრანგეთის მოქალაქეებიც.

    სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, როგორ განიცადა თვითმფრინავმა კატასტროფა. შემთხვევა აეროპორტიდან 1 კმ-ს მოშორებით მოხდა. მიზეზი, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის. ადგილზე 300-მდე მაშველი მუშაობს.

    ნეპალში დღეს გლოვის დღეა.