სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, რომელიც ყველას მოედო, ძალიან აღმაშფოთებელი გახლდათ.
ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ისვრის ქართველი მამაკაცი ავტომატს რამდენჯერმე ჰაერში და თანაც შვილების სადღეგრძელოს ამბობს.
აღნიშნული ვიდეო გააზიარა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ და დაწერა:
"უკვე ამასაც ბედავენ. დაუსჯელობით გაყოყოჩებული ეს ბნელი შაოსნები ამ ხელისუფლების პროდუქტია. შინაგან საქმეთა მინისტრი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს." - წერს პოლიტიკოსი