სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ქართველებო, თუ, რამე არ მოგეწონათ, მაშინ სჯობს წიგნი წაიკითხოთ" - ბაგატსკისის უტაქტო და უხამსი კომენტარი მატჩის შემდეგ

    "ქართველებო, თუ, რამე არ მოგეწონათ, მაშინ სჯობს წიგნი წაიკითხოთ" - ბაგატსკისის უტაქტო და უხამსი კომენტარი მატჩის შემდეგ
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ევროპული საკალათბურთო სამყარო გუშინდელ ინციდენტზე საუბარს აგრძელებს. უკრაინის ნაკრების თავაცმა, აინარს ბაგატსკისმა საქართველოს ნაკრებთან მოგების შემდეგ, ილიას ზუროსს ხელი არ ჩამოართვა, რაც საკალათბურთო სფეროში უდიდესი შეურაცყოფაა.

    მატჩის შემდეგ ბაგატსკისმა მედიასთან სკანდალური კომენტარი გააკეთა:"მე წესები კარგად ვიცი და თამაშის კოდექსსაც მშვენივრად ვიცნობ. მესმის, რომ წუთშესვენება მეტოქის დასამცირებლად არ უნდა აიღო. მაგრამ ტურნირი ჯერ არ დამთავრებულა და მოვლენათა ნებისმიერი განვითარების შანსი არსებობს."

    "თუ კი ქართველები და მათი ვარსკვლავები რაიმეთი უკმაყოფილოები არიან, მაშინ მათ ცოტა გავლა სჭირდებათ, აჯობებს წიგნები წაიკითხონ."