სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • როგორი ამინდი იქნება 17 იანვარს საქართველოში

    როგორი ამინდი იქნება 17 იანვარს საქართველოში
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    17 იანვარს ქუთაისში +15 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით ასევე +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

    ფოთში დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +17 გრადუსს მიაღწევს, მოსალოდნელია უნალექო დღე, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი. +14 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

    მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +7 გრადუსია, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

    უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -6 გრადუსამდე დაიწევს.

    უნალექო დღე იქნება ბორჯომში, დღისით +11 ღამის ღამით კი -5გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -9 გრადუსი დაფიქსირდება.

    გორში +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

    გუდაურში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +5 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +6, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

    ლაგოდეხში უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -4 გრადუსია ნავარაუდევი.

    გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +9 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +9 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

    რუსთავში +1 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

    თბილისშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -3 გრადუსია მოსალოდნელი.