სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ხვიჩა 100 მილიონზე მეტი ღირს" - რას ამბობს "იუვენტუსის" ყოფილი გენერალური დირექტორი

    "ხვიჩა 100 მილიონზე მეტი ღირს" - რას ამბობს "იუვენტუსის" ყოფილი გენერალური დირექტორი
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ლუჩანო მოჯიმ "ნაპოლის" ოფიციალურ რადიოსთან - "Kiss Kiss Napoli"-სთან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

    მან განაცხადა, რომ ხვიჩა 100 მილიონზე მეტი ღირს.

    "ყოველთვის არასასიამოვნოა ფეხბურთელების სატრანსფერო თანხა დაასახელო, მაგრამ ნათელია, რომ კვარაცხელია 100 მილიონზე მეტი ღირს, რადგან თუ ლუკაკუში დიდი თანხა გადაიხადეს და მან ბურთის გაჩერება არ იცის, ვისაც ტექნიკა აქვს, მისი სატრანსფერო თანხა აუცილებლად უფრო მეტი უნდა იყოს", - თქვა ლუჩანო მოჯიმ.