სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ჩემთვის ის საუმდამოდ დარჩება როგორც პროპაგანდის და უმადურობის სიმბოლო", - რუსი ტელეწამყვანი ბუბა კიკაბიძეზე

    "ჩემთვის ის საუმდამოდ დარჩება როგორც პროპაგანდის და უმადურობის სიმბოლო", - რუსი ტელეწამყვანი ბუბა კიკაბიძეზე
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რუსი ტელეწამყვანი, ბორის კორჩევნიკოვი ქართველი მომღერლის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას გამოეხმაურა:

    "კიკბაიძე ამ ქვეყნიდან როგორ წავიდა არ ვიცი, მაგრამ ამ საიდუმლოებაში ადამიანი ყოველთვის მარტოა ღმერთთან. შეიძლება ბევრი რამ მოინანია - კიკაბიძეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ საჯარო განცხადებასა და ცილისწამებაზე უარი არასდროს უთქვამს.

    სწორედ ამიტომ, ეს ადამიანი პირადად ჩემთვის სამუდამოდ დარჩება როგორც პროპაგანდისა და უმადურობის სიმბოლო. ყველასთვის საყვარელი ბუბა სსრკ-ს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ვინ იქნებოდა რუსეთის გარეშე? არც არავინ.

    არ არსებობდა ვახტან კიკაბიძე საბჭოთა ეკრანის, თეატრის და რუსი მაყურებლის გარეშე. მან იმ ქვეყანას შეაფურთხა, რომელიც მას ზრდიდა. სადაც კი შეეძლო იტყუებოდა ოსეთის ომზე, მაიდანზე, შემდეგ კი უკრაინის ომზე.

    ცუდია თუ მონანიების გარეშე წავიდა, რადგან არ აქვს მნიშვნელობა საიდან დაიწყებ, მთავარია სად დაამთავრებ
    ", - განაცხადა ტელეწამყვანმა.