სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ძალიან მაგარი შემოთავაზებები წამოვიდა... მალე ნახავთ..." - გოგა ჯაბაური სამომავლო გეგმებზე საუბრობს

    "ძალიან მაგარი შემოთავაზებები წამოვიდა... მალე ნახავთ..." - გოგა ჯაბაური სამომავლო გეგმებზე საუბრობს
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "პრაიმ ჰაუსის” მეორე სეზონის ერთ-ერთი ხმაურიანი მონაწილე, გოგა ჯაბაური, პროექტის დასრულების შემდეგ, გულშემატკივრებს უზიარებს, რა შეცვალა მის ცხოვრებაში “პრაიმ ჰაუსმა”.

    “ძალიან ძალიან გამაძლიერა ნებისყოფაში, ძალიან ბევრი ახალი მეგობარი შემძინა, ძალიან ბევრი რეფორმა ჩაატარა ჩემს ირგვლივ. პოპულარობა რა თქმა უნდა გამეზარდა, 50-70%-ით. ძალიან საინტერესო ბიზნეს შემოთავაზებები წამოვიდა, რასაც ძალიან მალე ყველანი ნახავთ და რაც მთავარია, თქვენთან ყოფნა… რომ ერთად ვართ, აზრს ვაზიარებთ და ერთმანეთს ვაძლევთ ბიძგს, რომ ვიყოთ საუკეთესოები”, – თქვა გოგა ჯაბაურმა.