სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მასთან ურთიერთობით შენში სიყვარული და მეგობრობა იბადებოდა" - ელდარ შენგელაია ბუბა კიკაბიძეს იხსენებს

    "მასთან ურთიერთობით შენში სიყვარული და მეგობრობა იბადებოდა" - ელდარ შენგელაია ბუბა კიკაბიძეს იხსენებს
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ელდარ შენგელაია, ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდზე, მეუღლესთან ერთად ქაშვეთის ტაძარში რომ შემოვიდა, მისმა დანახვამ, იქ მყოფთ გული აუჩუყა.

    რეჟისორი ბუბას იხსენებს და ამბობს:

    “ბუბა არაჩვეულებრივი მსახიობი და მომღერალი იყო. საბჭოთა კავშირის დროს, ყველგან, სადაც ჩადიოდა, აღტაცებას იწვევდა. მეგობრობაში კი ბუბა იყო სიყვარულით სავსე. მასთან ურთიერთობით შენშიც სიყვარული და მეგობრობა იბადებოდა.

    იყო პერიოდი, კახეთში მივდიოდით, მე საჭესთან ვიჯექი, ის ოჯახით მოდიოდა და ტბაში ერთად ვთევზაობდით. მაგრამ უცნაურობაც ახლდა ამ ამბავს – მოხარშავდა თევზს, ჩვენ მივირთმევდით, თვითონ კი არ ჭამდა. თევზაობა უფრო უყვარდა, ვიდრე თევზი.

    ერთხელ გახლდით ესპანეთში. იქ ბუბა გამოვიდა კონცერტზე, იმღერა და ესპანელები პირდაპირ აღტაცებულები დარჩნენ მისი სიმღერებით. დიდი ტაში და ოვაციები იყო, მახსოვს.

    შარშან მეუღლე რომ გარდაეცვალა, მივედი მასთან სახლში და მაშინ ვისაუბრეთ. მას შემდეგ ასე სალაპარაკოდ აღარ მინახავს.

    ქართულმა კულტურამ და მთლიანად ქვეყანამ გენიალური ადამიანი დაკარგა.”, – ამბობს პრაინტაიმთან.

    წყარო: primetime.ge