სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ვინ არის ქუთაისში ყოფილი მეუღლის მიერ მოკლული ქალი?

    ვინ არის ქუთაისში ყოფილი მეუღლის მიერ მოკლული ქალი?
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქუთაისში, კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა.

    შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე გვიან ღამით მოხდა.

    გარდაცვლილი 36 წლის თინათინ ტურაბელიძეა, რომელსაც ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.

    როგირც ცნობილი ხდება, ახალგაზრდა ქალს ბინა ნაქირავები ჰქონდა და შვილთან ერთად ცხოვრობდა. მასთან ყოფილი ქმარი მივიდა, მეზობლებმა ყვირილის ხმა გაიგონეს. ადგილზე მისვლისას კი ბინის კარი ჩაკეტილი დახვდათ, სავარაუდო მკვლელი ბინაში იყო და მას კარი გარედან დაუკეტეს.

    აღსანიშნავია, რომ წყვილი ერთმანეთს 7 წლის წინ დაშორდა, დაშორების მიზეზი კი, კონფლიქტი და ქალზე ძალადობა იყო.

    ოჯახის ახლობლები აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, მეუღლე ქალს შერიგებას სთხოვდა.