"ლევან გოთუას პერსონაჟისა არ იყოს “ყინწვისის ანგელოზიდან, დამუნჯებული ვუმზერდით მე და ანასტასია წალენჯიხის ფერისცვალების ტაძრის ფრესკებს, განსაკუთრებით მთავარანგელოზს და პატარა ანასტასიასთვის ბედნიერ მომავალს და უფლის წყალობას ვთხოვდით.
ეს პატარა ანგელოზი ანასტასია ჯოლოხავაა. ნიკოს უნდა მოენათლა, მაგრამ…
ეს ფუნქცია ნიკოს პატარა დაიკომ ითავა და მე დავეხმარე, ასმაგად საპასუხისმგებლოა. ყველაზე საუკეთესო გოგო იქნება პატარა ანასტასია, ნიკოს ლოცვა მას ზეციდან შეეწევა.
დიდი მადლობა ამისათვის მის საოცარ მშობლებს, ნატალი მიქელაძე, საოცარი გოგო ხარ.
“რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელგვიღებიეს და ქრისტე შეგვიმოსიეს, ალილუია!”
ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ, ჩვენი უფალთან შერწყმის დღეს, დღეს განცხადებისას.
ვულოცავ განსაკუთრებით ჩვენი შვილების ნათლიებს, ჩვენს ნათლულებს, ჩემს გამორჩეულ ნათლულებს – მე თქვენ გულით დაგატარებთ და ყოველთვის ჩემს ლოცვაში ხართ”, – წერს ნიკოს დედა.