სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "საშინელი სიტუაცია აქვს... მას არ შეუძლია..." - რა დაემართა თამარ გვერდწითელს

    "საშინელი სიტუაცია აქვს... მას არ შეუძლია..." - რა დაემართა თამარ გვერდწითელს
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თამარ გვერდწითელი იუბილარია. მომღერალი 61 წლის გახდა. “მზიურის” მზიანმა ბავშვობამ მისი ცხოვრება განსაზღვრა. თამრიკო მომღერალი გახდა. კარიერა რუდუნებით აშენა და დიდი სიფრთხილით ეკიდება დღემდე.

    მომღერალს ახლახან, 20 ოქტომბერს დედა გარდაეცვალა. როგორც მისი პროდიუსერი ამბობს, ამან ძალზე ემოციურად იმოქმედა თამარზე, ის ჩაკეტილია, მუდმივად ტირის და დარდობს.

    83 წლის ინა კოფმანს გულის დაავადება ჰქონდა და ისრაელში, საუკეთესო კარდიოლოგებთან მკურნალობის მიუხედავად, ის მაინც გარდაიცვალა. მომღერალი დედის დაკრძალვის შემდეგ, ცოტა ხნით, საქართველოში დარჩა.

    პროდიუსერი სერგეი პუდოვკინი ამბობს, ემოციურად ძალიან ცუდადაა.

    “სულ ტირის. სცენაზე მისი დაბრუნების შესახებ, სამწუხაროდ, ჯერ ვერაფერს ვამბობ. საშინელი სიტუაცია აქვს. მას არ შეუძლია უდედოდ ცხოვრება.”

    გვერდწითელი სტრესული შეტევის გამო, ორჯერ კლინიკაშიც კი მოხვდა.

    დედა მისთვის შეუცვლელი მეგობარი, ზუსტი კრიტიკოსი და დიდი გულშემატკივარი იყო…

    წყარო: primetime.ge