სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • წყალი 30 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

    წყალი 30 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს:

    ,,20 იანვარს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, კრწანისის ქ. N7ა-თან წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

    კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 20 იანვარს 12:00 საათიდან 21 იანვრის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

    კრწანისის რაიონში:
    კრწანისის ქ. N7ა-თან ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების ჩატარდების გამო, 20/01 12:00-დან 21/12 18:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება; მეფე სოლომონ II ქუჩას შესახვევებით, კრწანისის ქუჩას; კრწანისის I, II, III გასავალს, კრწანისის 1 ჩიხს, კრწანისის II შესახვევს, კახა კაციტაძის, გრიგოლ ვოლსკის, ალიოშა ჯაფარიძის, ორთაჭალის N 60-134 (ლუწებს), N75-131(კენტებს), წინანაურის ქუჩას ჩიხებით.

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

    წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.