სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რა არ უნდა გააკეთოთ 19 იანვარს

    რა არ უნდა გააკეთოთ 19 იანვარს
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    19 იანვარს საქართველოში ნათლისღების დღესასწაული აღინიშნება, ამ რესთან დაკავშირებით, რამდენიმე ცრურწმენა არსებობს ზოგიერთ მათგანს კი დღეს შემოგთავაზებთ:

    თუ ამ დღეს ძლიერი ქარი ქრის, თაფლის დიდი მოსავალი იქნება;
    თუ ამ დღეს ბეღურები ხმამაღლა ჭიკჭიკებენ, უახლოეს დღეებში, მოსალოდნელია დათბობა;
    თუ ამ დღეს ღამით, ცაზე კაშკაშა ვარსკვლავები ჩანს, ყინვა გაძლიერდება;
    თუ ამ დღეს დილიდანვე ძლიერი ნისლია, ნაყოფიერი წელი და უხვი მოსავალი იქნება;
    თუ ამ დღეს ძლიერი ყინვაა, მარცვლოვანი კულტურების დიდი მოსავლის მიღების ნიშანია.

    რა არ უნდა გააკეთოთ ამ დღეს: მთავარი აკრძალვები

    ამ დღეს კატეგორიულად მიუღებელია ჩხუბი, ურთიერთობების გარკვევა, გინება ან ვინმესთვის სიავის გაკეთება. ამას გარდა, აკრძალულია:

    ფულის სესხება და გასესხება, რადგან მთელი წლის მანძილზე ფინანსური პრობლემები შეგექმნებათ;
    ხელსაქმის კეთება — ცხოვრებაში საქმეები ცუდად წაგივათ;
    თმის შეჭრა ან ფრჩხილების დაჭრა — სიცოცხლე შეიძლება დაგიმოკლდეთ;
    სახლის საქმეების კეთება და დალაგება – უბედურებას მოიზიდავთ ცხოვრებაში;
    თუ აპირებთ სადღესასწაულო სუფრის გაშლას, მასზე ცხრა სახეობის საკვებზე ნაკლების დადება – სიღარიბეს დაიბედებთ;
    სახლიდან ნაგვის გატანა – მასთან ერთად გაიტანთ ხვავს და ბარაქას.

    რამდენად გჯერათ ამ ყველაფრის, თქვენი გადასაწყვეტია. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ თემასთან დაკავშირებული, საინტერესო მასალები შემოგთავაზოთ და წარმატებული და მშვიდობიანი დღეები გისურვოთ!

    წყარო: ჰოროსკოპი